19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"პარტიზანი მებაღეები" მერიასთან აქციას აგრძელებენ, თუმცა კარვების გარეშე

თბილისის მერიასთან ამ დრომდე რჩებიან პარტიზანი მებაღეები, თუმცა აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები ღამეს მერიასთან გაათევენ, თუმცა საძილე ტომრებში და არა კარვებში. მიზეზი მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გადაწყვეტილებაა - არ მისცენ უფლება პარტიზან მებაღეებს მერიის წინ კარავი გაშალონ

ნატა ფერაძემ და აქციის სხვა მონაწილეებმა განმარტებები ვერ მოისმინეს თუ რატომ არ შეიძლება კარვის გაშლა იმ ადგილზე, სადაც ისინი ამას გეგმავდნენ და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაში ეჭვი შეაქვთ. ფერაძე უკვე ხვალ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. 

იურისტები კი ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს, შეეძლოთ კარვის იქ განთავსება, სადაც ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიდნენ და არ იყვნენ ვალდებულები, რომ ეს მერიისთვის შეეთანხმებინათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები