ასკანელი -ტერასაში - ამ სახელწოდებით ბათუმში გია ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ცნობილი ქართველი მოქანდაკის ექსპოზიციის ლაიტმოტივი პლასტიკა და ქორეოგრაფიაა.
გია ჯაფარიძემ პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძის სკულპტურა შექმნა. მოქანდაკის პერსონალური გამოფენა ზღვისპირა ქალაქში 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.