19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე

მერის გადადგომის მოთხოვნით აქციას იწყებს მესამე სექტორი. აქციის მონაწილეებმა საკრებულოს ტერიტორიაზე შეკრება უკვე დაიწყეს. მათ შეკრებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა პატრიოტთა ლიგის და რიგით მოქალაქეს შორის.

ის აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, რომ ისინი ფინანსდებოდნენ კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან და მან გააპროტესტა აქციის მონაწილეების შეკრების მიზეზი, რასაც ტერიტორიაზე მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

თავად აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დავით ნარმანიას უღირს საქციელს აპროტესტებენ.

“ჩვენ გავმართეთ მსვლელობა დავით ნარმანიას უღირსი საქციელის გამო. ქართული ოცნების სახე, რომელიც ნარმანიას სახით არის ხელდასმული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ჩვენ ვაპროტესტებთ მათ ხელისუფლებაში ყოფნას, მათ მავნებლურ საქციელს. ვითხოვთ, რომ მან დატოვოს თანამდებობა იმიტომ, რომ ის არის სრულიად შეუფერებელი ადამიანი, ის არის უუნარო, უსაქმური ადამიანი და ამას ყველაფერს დაემატა ის, რომ ის არის უზრდელი ადამიანი, რომელმაც არ იცის როგორ უნდა მოექცეს თბილისში მაცხოვრებელ ადამიანებს“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები