19 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა დავით ნარმანიას შენობის მთავარ შესასვლელთან ნაჯახი დაუტოვეს

საკრებულოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქცია ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა  საკრებულოს მთავარ შესასვლელთან დავით ნარმანიას სიმბოლურად ნაჯახი დაუტოვეს, რასაც საპატრულო პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს პროტესტის დასრულების შემდეგ ტერიტორიიდან ნაჯახის აღება მოსთხოვა, თუმცა პატრიოტთა ლიგის და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი რჩება. 

დღის ამბები