19 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
საკრებულოდან ძალით გამოყვანის დროს "მწვანე მუშტის" წევრი დაშავდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება საკრებულოსთან მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მწვანე მუშტის წარმომადგენელი, საკრებულოს რიგგარეშე სხდომიდან გამოაძევეს და ის კიბეებზე ძალის გამოყენებით, დაცვისა და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ჩამოიყვანეს.

როგორც დაშავებული აცხადებს, მასზე იყო გამოყენებული ძალა და ფიზიკური დაპირისპირების დროს მოხდა მისი კიბეებზე დაგორების ფაქტი, რა დროსაც, მან იგრძნო ტკივილი წელის არეში.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მიმდინარეობს მისი პირველადი შემოწმება.

გახდა თუ არა საჭირო მისი გადაყვანა  საავადმყოფოში ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები