01 ოქტომბერი 2024,   19:29
ვრცლად
პრეზიდენტის ინიციატივით ოლიმპიური თამაშების პრიზიორები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ

გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს უმასპინძლა. პრეზიდენტთან აუდიენციაზე ოლიმპიელები სრული შემადგენლობით მივიდნენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიოში დასრულებულ თამაშებზე დასახული ამოცანა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა.

გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიური ნაკრების წევრებს რიო დე ჟანეიროში წარმატებული გამოსვლა მიულოცა.

პრეზიდენტის ინიციატივით ოლიმპიური თამაშების პრიზიორები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ, გიორგი მარგველაშვილმა საპატიო ჯილდო შვიდივე სპორტსმენს გადასცა.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიო დე ჟანეიროში დასრულებულ ოლიმპიურ თამაშებზე შვიდი მედალი მოიპოვა და გუნდური ჩათვლა 38-ე ადგილზე დაასრულა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი. 

დღის ამბები