19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
სამხედრო სწავლება ოკუპირებულ აფხაზეთში - კოდორის ხეობაში რამდენიმე დღეა ახალგაზრდების წვრთნა მიმდინარეობს

სამხედრო სწავლება ოკუპირებულ აფხაზეთში - კოდორის ხეობაში, რამდენიმე დღეა არაღიარებული რესპუბლიკებიდან ახალგაზრდების წვრთნა მიმდინარეობს. პარალელურად ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკაა შეყვანილი საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში და სამხრეთის სამხედრო ოლქის მთელ პერიმეტრზე, შავსა და კასპიის ზღვებში კი სამხედრო ხომალდებია მობილიზებული. უცნობია მოსკოვის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სწავლების მიზანი და დასრულების დრო.

ოკუპირებული რეგიონების გარდა, სადაც რუსეთმა 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა გადაიყვანა, მასშტაბურმა სწავლებამ მოიცვა შავი და კასპიის ზღვები, უკრაინის საზღვართან 15, ხოლო კასპიის ზღვაში 10 სამხედრო ხომალდი გავიდა.

მოულოდნელმა სამხედრო სწავლებას ოკუპირებულ რეგიონებში ოფიციალური თბილისის შეშფოთება მოყვა.

გაცილებით უფრო მკაცრი იყო საკუთარ შეფასებებში ამერიკის ელჩი იან კელი, ოფიციალური ვაშინგტონის წარმომადგენელმა მოსკოვს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ იცავს. მასშტაბური წვრთნების დაწყებას გამოეხმაურა პენტაგონიც და რუსეთს მეზობლებისთვის სწავლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

ავტორი: დავით კაკულია. 

დღის ამბები