19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
დავით ნარმანია სამარცხვინო მერია - სევდია უგრეხელიძე

დავით ნარმანიას საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციამ უნდოდბლობის და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა, კონრეტული კითხვებიც დაუსვა. თუმცა, მათი განცხადებით, ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ დედაქალაქის მერს სამარცხვინო უწოდა.

„პირადად მე არ გამცა პასუხი, როდესაც ატყდა აჟიოტაჟი და მოსახლეობა, მოქალაქეები და საზოგადოება დაინტერესდა რატომ მაშინვე არ შეაჩერა ეს პროცესი და მაშინვე არ დაიწყო გამოძიება ან ალტერნატიული ექსპერტიზის მოძიება, რატომ დააცადა, რომ ბოლომდე ყველა ხე მოჭრილიყო და ახლა კი ეუბნება საზოგადოებას, რომ ისინი უნდა დაელოდონ გამოძიების შედეგებს. ამ კითხვას მან პასუხი არ გასცა, თავი აარიდა, ამის ნაცვლად კვლავ არ მისცეს სხდომაზე საზოგადოებას. მერი, რომელიც არის პირდაპირ არჩეული, პოლიციის თანხლებით დადის, პოლიციის კორდონით მობრძანდა და წაბრძანდა. ეს სამარცხვინოა,” - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

გაერთიანებული დემოკრატების წევრი ზაზა ვეკუა კი, დავით ნარმანიას მხრიდან კითხვებზე პასუხების არ ქონის გამო მიიჩნევს, რომ სამომავლოდ საკრებულოს როლი გაიზრდება, რადგან უმრავლეოსობა „ომახიანად“ ვეღარ ახრეხებს დედაქალაქის მერის დაცვას.

დღის ამბები