19 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
არტ-იზანული აქცია - გარემოსდამცველები მერიის მაღალჩინოსნების გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ

საკრებულოში დავით ნარმანიას ხმაურიანი მოსმენის შემდეგ, მერიასთან აქცია დღესაც გრძელდება. პარტიზანმა მებაღეებმა ტაქტიკა შეცვალეს და შიმშილობის ნაცვლად, გამწვანების სამსახურში ცვლილებებს ხელმოწერების შეგროვებით ითხოვენ.

პარალელურად, პოლიტიკური სპექტრი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში განვითარებულ მოვლენებსა და მერის პოზიციას აკრიტიკებს.

გარემოს დამცველები დღეს 5 საათზე შეიკრიბებიან თბილისის მერიასთან და ხელმოწერების შეგროვებას გააგრძელებენ.

„არტ-იზანული მებაღეობა, ასე ერქმევა აქციას, სადაც მხატვრები მოვლენ და ერთიანად შევქმნით რამდენიმე ნამუშევარს ამ თემებზე - მაიმუნო ვირიშვილოსა და ხეების მოჭრაზე. ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება, ეკოლოგიის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადაყენებას მოვითხოვთ და ერთიანი სტრუქტურის შექმნას,“ - აცხადებს ნატა ფერაძე.

დღის ამბები