დავით ნარმანიას იმპეჩმენტის პროცედურაზე მუშაობა საკრებულოში გრძელდება. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე კურიერთან საუბრისას აცხადებს, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნით მათ სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან და იმპიჩმენტის პროცედურის გახორციელება რთული არ იქნება.
„მერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რჩება დღის წესრიგში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ბევრი კოლეგა შემოგვიერთდება საკრებულოში და უნდობლობის პროცედურის დაწყება გახდება რეალური თუ იქამდე არ აიძულეს დავით ნარმანია, დაწეროს განცხადება გადადგომაზე. არანაირი პრობლემის აღქმა, არანაირი ხედვა ამ პრობლემის გამოსწორების არ იგრძნობოდა გუშინდელ სხდომაზე. ის საუბრობდა, რომ სამომავლოდ განყოფილების სახელები უნდა შეცვალოს და რაღაც რეორგანიზაცია უნდა ჩაატაროს გამწვანების სამსახურში, რაც აბსოლუტურურად შეუსაბამოა“ - განაცხადა ირაკლი აბესაძე.
დავით ნარმანიას საქმიანობით უკმაყოფილოა გაერთიანებული დემოკრატების წევრი საკრებულოს დეპუტატი. როგორც თამარ ცინცაბაძე აცხადებს, დედაქალაქის მერმა გუშინდელ სხდომაზე ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა.