მერიასთან გარემოს დამცველების აქცია განახლდა. პარტიზანი მებაღეების მოთხოვნებს ხელოვანები შეუერთდნენ. პარალელურად, გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის მოთხოვნით მიმდინარეობს მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება.
ბუნების დამცველები ქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის წევრები ამ მოთხოვნის განსახორციელებლად ხელმოწერებს აგროვებენ. თუმცა, მერიამ მათ ხელმოწერების შესაგროვებლად კარვების დადგმის უფლება არ მისცა, რასაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ორშაბათს, საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„იმედია, რომ დავით ნარმანიას ურჩევს, ან დედა ნორა ან ბიძინა ივანიშვილი, რომ დროა მორჩეს ეს ქაოსი ქვეყანაში,“ - აცხადებს ნატა ფერაძე.