თბილისის მერიის ნებართვით, ყაზბეგის 22 ნომერში 50-მდე ხე მოიჭრა. ადგილობრივების მტკიცებით, ხეების მოჭრისას უსაფრთხოების წესები დაცული არ ყოფილა.
არასამათავრობო ორგანიზაციებმა თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქციები დაიწყეს. საზოგადოების პროტესტის შემდეგ კი, არსებულ საქმეზე მასალები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პროკურატურას გადაუგზავნა.
დავით ნარმანიამ ხეების მოჭრაზე 10 დღიანი მორატორიუმი გამოაცხადა. თუმცა, სხვა გადაწყვეტილება მიიღო მის დაქვემდებარებაში მყოფმა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა. იმავე დღეს, ყაზბეგის 22 ნომერში დარჩენილი ხეებიც მოიჭრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიზანი მებაღეების ხელმძრვანელმა ნატა ფერაძემ შიმშილობა დაიწყო. პარალელურად, თბილისის საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციებმა დედაქალაქის მერის იმპიჩმენტის პროცესის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ავტორი: ეკა გაგუა.