19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
მე არ მინდა ისეთი მერი, რომელიც ერთს ამბობს და სხვას აკეთებს - ანიტა რაჭველიშვილი

მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისგან დაწყებულ მოძრაობაში დედაქალაქის მერის დაპირებებს კურიერის პირდაპირ ეთერში იხსენებს და ამბობს, რომ დავით ნარმანიამ ისინი მოატყუა და მიცემული პირობა დაარღვია.

„მე არ მინდა ისეთი მერი, რომელიც ერთს ამბობს და სხვას აკეთებს და არ მინდა მერი, რომელიც არ არის პროფესიონალი თავის საქმის და ეს ეხება ასევე ნარმანიას გუნდს, რომელიც ტყუილის გარდა არაფერს აკეთებს. დავით ნარმანია იმ საქმის არაპროფესიონალია, რომელ საქმესაც არის ჩავლებული,“ - აცხადებს ანიტა რაჭველიშვილი.

დღის ამბები