საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ადამიანურად ურჩევს დავით ნარმანიას თანამდებობიდან წავიდეს.
ამის შესახებ ელისაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ელისაშვილი დედაქალაქში ონკოლოგიური დაავადებების გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის მიზეზი სწორედ დედაქალაქში არსებული დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოა.
„ჩვენ ვცხოვრობთ გამოცხადებულ სიკვდილის ქალაქში. იმისთვის, რომ ჯანსაღ გარემოში და დიდხანს ვიცხოვროთ, საჭიროია გამწვანება. ქართული ოცნების ხალხი ჩემზე მეტად აგრესიულად არიან ნარმანიას მიმართ განწყობილები და ჩემზე მეტად არიან აღშფოთებული. უბრალოდ სოლოლაკიდან ელოდებიან სიგნალს, მათაც ერთი სული აქვთ ყველამ ხელი მოაწეროს მერის იმპიჩმენტის საკითხს და ნარმანია წავიდეს,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.