19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
თბილისის მერმა ლეგიტიმაცია დაკარგა - შორენა ბუხრაშვილი

ეროვნული ფორუმის წევრი და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი მესამე სექტორის პროტესტს ლეგიტიმურ მოთხოვნად აფასებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიაში არ მსჯელობენ, რა გადაარჩენს დედაქალაქს ეკოლოგიური კატასტროფისგან.

ამის შესახებ შორენა ბუხრაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა და თქვა, რომ დავით ნარმანიას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარს დაუჭერს.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა იმპიჩმენტის პროცედურისთვის, თუკი დააკლდა ჩვენი ფრაქციის ოთხი წევრის ხელმოწერა, ჩვენ აუცილებლად შეუერთდებით. თბილისის მერმა ლეგიტიმაცია დაკარგა,“ - განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.

დღის ამბები