რესპუბლიკელების წევრი დავით ზურაბიშვილი მერიის ეკოლოგიური და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომაში გამოსავალს ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ამ თანამდებობაზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დაინიშნებიან.
ზურაბიშვილის მტკიცებით ბოლო პერიოდში ეს აპრობირებულია და მერიაში დაზვერვაში და კონტრდაზვერვაში ნამუშევრი პირები ინიშნებიან.
„ეს ადამიანები საქმის ჩუმად და დაფარულად კეთებას არიან მიჩვეული. ჩვენ დედაქალაქის მერის გადადგომა უნდა მოვითხოვოთ,“ - ამბობს დავით ზურაბიშვილი, თუმცა დავით ნარმანიას იმპიჩმენტის პროცედურის ინიციატორები რესპუბლიკელები არ არიან, რადგან ამის მიღწევას არარეალურად მიიჩნევენ, მაგრამ ზურაბიშვილი ამბობს, რომ პროცედურას მხარს უჭერენ.