ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას აკრიტიკებს, თუმცა აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერს ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში. ამის შესახებ განცხადება მელიამ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„დავით ნარმანია პოლიტიკური ლიდერია დედაქალაქში, მასზე ბიძინა ივანიშვილი დიდ იმედებს ამყარებს ახლაც. დავით ნარმანიაზე მისი თანაგუნდელები ვერ საუბრობენ, ჟურნალისტების კითხვებს ვერ პასუხობენ, იმიტომ, რომ ეშინიათ ივანიშვილი, ვაი თუ არ მოეწონოს ივანიშვილს მათი პასუხი. ივანიშვილს რომ უნდოდეს, დავით ნარმანიას თანამდებობიდან გაშვება ამისათვის მისგან ერთი გადარეკვაც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ, ასეთი ადამიანი მისთვის მისაღებია, რადგან რასაც უნდა იმას აკეთებინებს,“ - აცხადებს ნიკა მელია.