კახეთი მუსიკალურ ტურნეს ”ხელოვანები ხელნაწერებისათვის” მასპინძლობს. ტურნეს მიზანი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული კოლექციის პოპულარიზაციაა.
აქცია-კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა, სადაც პიანისტი დავით ალადაშვლი და ჩელისტი ლიზი რამიშვილი მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლი სხვადასხვა ეპოქის უნიკალური ხელნაწერების შესახებ. მუსიკალური ტურნე, თბილისსა და თელავის გარდა, სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართება.