საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მრევლს მარიამობას ულოცავს. ცოტა ხნის წინ პრემიერი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, საიდანაც მოქალაქეებს მიმართა და დიდი სიყვარულის გამოჩენისკენ მოუწოდა.
"ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ალბათ, დიდი სიყვარული უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და გამოწვევებს, რომელიც დღეს არის ჩვენს წინაშე ღირსეულად ვუპასუხოთ მშვიდობიანად და სიყვარულით",- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.