19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
პატრიარქი მრევლს მარიამობას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. ილია მეორემ მრევლს სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მიმართა.  

პატრიარქი ფიქრობს, რომ ქვეყანა მრავალი განსაცდელის წინაში დგას. 

”ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დღეს განსაკუთრებით გვმფარველობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რადგან ხედავს, რომ მრავალი განსაცდელი დგას ჩვენს წინაშე. თუმცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მრავალი კალთა გადააფარა საქართველოს და ვერავითარი მტერი - ხილული თუ უხილავი ვერაფერს დააკლებს მას. დღეს არის მიძინების დღესასწაული. დიდხანს მწუხარენი უნდა ვიყოთ, რომ გარდაიცვალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედნიერი დღე, რადგან ტროპარში წერია: შობას რომ შვა ქრისტე, ქალწულება არა დაუტევა და მიცვალებასა ქვეყანა არა დაუტევა. უხილავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენ ვმადლობთ უფალს,” - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

დღის ამბები