19 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისულება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში უხეშად ერევა, რაც სასამართლოს როგორც ინსტიტუტის რეპუტაციას ვნებს. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება სხვადასხვა გზებით რამდენიმე წელია ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოზე კონტროლი მოიპოვოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ხელისუფლება 3-4 წელია მართული აქციებით, პოლიტიკური განცხადებებით და კანონმდებლობის ცვლილებით ცდილობს შეზღუდოს და პრობლემები შეუქმნას სასამართლოს მუშაობას. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში კი კითხვის ნიშნები აქვთ იმ გამოძიების მიმართ, რომელსაც პროკურატურა გიორგი პაპუაშვილის განცხადების შემდეგ აწარმოებს და საგამოძიებო ორგანოს დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი, გიორგი ბერაია, ამბობს, რომ ხშირად პოლიტიკოსები სამართალწარმოებაში ერევიან რაც არასწორია. 

"ხშირად იკვეთება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოირჩევიან სასამართლოს უხეში კრიტიკით და ერევიან სამართალწარმოებაში და უშვებენ შეცდომებს,"- აცხადებს ბერაია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები