19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"ბარაკონიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული" - პრეზიდენტი მოქალაქეებს მარიამობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. გიორგი მარგველაშვილი დღესასწაულს რაჭაში, ამბროლაურში ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში შეხვდა და სადღესასწაულო წირვას დაესწრო. 

"რაჭიდან, ბარაკონიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული. გილოცავთ მარიამობას!" - აცხადებს პრეზიდენტი. 

ბარაკონის ტაძარში საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე.

დღის ამბები