ნარკორეალიზატორი დააკავეს სამართალდამცველებმა. 41 წლის მამაკაცს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ადანაშაულებენ.
ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია
თითქმის ნახევარი გრამი ჰეროინი და 7 აბი ტრამადოლი.
ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი.