გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ირანელ ინვესტორებთან ერთად, ეროვნულ საშენ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც წითელი ნუსხის იშვიათი სახოეობის ხე-მცენარეები, გარეულ ფრინველთა ფერმა დაათვალიერეს და ინფორმაციას გაეცნენ.
მინისტრმა ინვესტორებს ფისტის პლანტაციების გაშენების პერსპექტივა გააცნო, ასევე წითელი ნუსხის სხვადასხვა სახეობების მცენარეების გამოყვანაზეც ესაუბრა.