სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოქტომბერში დასრულდება ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ვეჯინის არხის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 227 ათასი ლარია. მისი დასრულების შემდეგ აღდგება 2 კილომეტრი სიგრძის არხის ფუნქციონირება და სარწყავი წყალი 110 ჰექტარ ფართობს მიეწოდება.