ოთარ ეგაძე მისივე დაარსებული თეატრიდან გაუშვეს. განმარტებების გარეშე რეჟისორს ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ 19 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა.
მსახიობებმა და სტუდენტებმა ოთარ ეგაძის უნივერსიტეტიდან გაშვების შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, ისინი უახლოეს მომავალში რეჟისორის უნივერსიტეტში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ.
რატომ არ გაუგრძელდა სამუშაო კონტრაქტი ილიას უნივერსიტეტში ოთარ ეგაძეს, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა განმარტა. მისი თქმით, ოთარ ეგაძის როგორც დეკანის კონსულტანტის თანამდებობის საჭიროება უნივერსიტეტში აღარ არსებობს.
გაითვალისწინებს თუ არა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მსახიობებისა და სტუდენტების მოთხოვნას ჯერჯერობით უცნობია, უსამსახუროდ დარჩენილი რეჟისორი კი ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებს და კიდევ ერთი ახალი თეატრის შექმნაზე ფიქრობს.
ავტორი: მარიკა გოცირიძე.