19 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
მარნეულში 150 ადამიანის მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ, საკვები ან სასმელი გახდა

150 ადამიანი მოათავსეს გვიან ღამით მარნეულის რაიონულ საავადმყოფოებში, მოწამვლის დიაგნოზით. შემთხვევა სადახლოში მოხდა. ყველა მათგანი ქორწილში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი საკვები ან სასმელია. მოწამლულთა შორის არიან ბავშვებიც.

ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათი ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მარნეულის საავადმყოფოდან რუსთავში და თბილისში გადმოიყვანეს.

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები