მოწამლულები მარნეულის საავადმყოფოში გვიან ღამითვე მოინახულა პრემიერმინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე აღებულია სინჯები და უახლოეს დღეებში დადგინდება, რა გახდა მოსახლეობის მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი. პრემიერის განცხადებით, ადგილობრივი საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
„ადგილობრივ კლინიკებში არის მობილიზება გამოცხადებული, ჯანდაცვის სამინისტრო არის სრულად ჩართული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოვა ეს ხალხი ამ მდგომარეობიდან. რაც მე ვიხილე ჩემი თვალით და რასაც ექიმები ამბობენ, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.