19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"არასათანადო მოპყრობის ფაქტს ჰქონდა ადგილი სწორედ ბექაურის მისამართით," - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ბრალდებით დაკავებული ბექა ბექაურის ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დამნაშავეს უახლოეს დღეებში წარუდგენენ ბრალს, ისევე როგორც დემურ სტურუას საქმეზე.

„გამოძიება დაიწყო, კონკრეტულად არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში, ისევე როგორც სტურუას საქმეში, ასევე მოხდება კონკრეტული დამნაშავისთვის ბრალდების წაყენება და კონკრეტული პირი იქნება დასჯილი. არასათანადო მოპყრობის ფაქტს ჰქონდა ადგილი სწორედ ბექაურის მისამართით. ეს სწორედ იმ ექსპერტიზის დასკვნებითაც მტკიცდება, რომელიც მზად არის,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ე.წ. ტერორიზმის საქმეზე სულ 7 ადამიანია დაკავებული, მათგან 5 უშუალოდ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ბრალდებით.

დღის ამბები