19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"პარტიზანი მებაღეებისა" და "საია-ს" სარჩელზე სასამართლომ უახლოეს მომავალში უნდა იმსჯელოს

პარტიზანი მებაღეებისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე საქალაქო სასამართლო დღეს ან სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ეს იმ შემთხვევაში თუ პირველმა ინსტანციამ გაითვალისწინა მომჩივანი მხარის მოთხოვნა და დაჩქარებული წესით განიხილა სარჩელი.

საია-ს განმარტებით, ამ სარჩელით ითხოვენ სასამართლომ უკანონოდ ცნოს მერიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პარტიზან მებაღეებს, საპროტესტო აქციის დროს, მერიის მიმდებარედ, სკვერში აეკრძალათ კარვის დადგმა.

პარალელურად, პარტიზანი მებაღეები ყაზბეგის ქუჩაზე გაჩეხილი ხეებისა და დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამო, მერიის ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადადგომის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.

„ჩვენ მოვითხოვთ დაჩქარებულად, 2 დღეში განხილვას ამ სარჩელის. რადგან, მერიამ დაარღვია მანიფესტაციების და შეკრებების უფლებები. 500-მდე ხელმოწერა უკვე გვაქვს, თუმცა, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

დღის ამბები