მასობრივი მოწამვლა მარნეულში - დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ექიმების განცხადებით, პაციენტთაგან მძიმე არცერთი აღარ არის.
180-ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გუშინ ღამით მოხდა. მოწამლულებს 4 ქალაქის კლინიკებში მკურნალობენ. რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, ცნობილი დღის ბოლოს უნდა გახდეს.
„ქორწილში მოვიწამლეთ. ბევრი ადამიანი მოიწამლა და ერთდროულად გამოდგვიყვანეს საავადმყოფოში. ახლა ყველას მდგომარეობა სტაბილურია, მიზეზს ვერ გეტყვით რისგან მოვიწამლეთ,“ - განაცხადა საბერ ფედიევიმ.