19 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
მარნეულში ადამიანების მასობრივი მოწამვლის მიზეზს გამოძიება ადგენს

მარნეულში ადამიანების მასობრივი მოწამვლის მიზეზს გამოძიება ადგენს. რესტორანში ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი სანიტარულ ნორმებს ამოწმებენ, საკვებს და სასმელ წყალს. მათ ასევე აიღეს სინჯებიც. 

რესტორნის მეპატრონე აცხადებს, რომ რესტორანში სტუმრების მოწამვლის ფაქტი პირველად დაფიქსირდა და არ იციან თუ რას შეიძლება გამოეწვია 200-მდე ადამიანის ინტოქსიკაცია.

მარნეულის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის 42 პაციენტი რჩება ინტოქსიკაციით. მათ შორის 22 მცირეწლოვანი ბავშვია. ასევე მოწამლულები გადაყვანილები არიან ბოლნისის, რუსთავისა და თბილისის საავადმყოფოებში.

გუშინ სულ ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 42 ბავშვი. მოწამლულების უმრავლესობა მკურნალობას უკვე საკუთარ სახლებში განაგრძობს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. მოკვლევას სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს. აღებულია სინჯები და 3-5 დღემდე გახდება ცნობილი, თუ რამ გამოწვია სადახლოში მასობრივი ინტოქსიკაცია. 

ავტორი: მარიკა გოცირიძე

დღის ამბები