ზაჰესში, კასკადისა და მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი გზების დაგებასა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.
ადგილზე მოსახლეობის პრობლემებს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი წევრი ლევან სამუშია გაეცნო. ის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებს.