ლეიბრისტული პარტია რუსული კომპანია YANDEX TAXI-სთვის სამეწარმეო ლიცენზიის შეჩერებასა და საქართველოში მისი საქმიანობის აკრძალვას მოითხოვს.
პარტიაში აცხადებენ, რომ კომპანიის საქართველოში შემოყვანით დაირღვა კანონი ოკუპაციის შესახებ, რადგან YANDEX TAXI აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
ლეიბორისტული პარტიის წევრები მოსახლეობასაც მიმართავენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ ისარგებლონ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით.