19 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
დიმიტრი საძაგლიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს არ დაექვემდებარონ ზეწოლას და ტელეკომპანიის სარჩელი წარმოებაში მიიღონ

რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმის 5 სექტემბერს განხილვის ჩანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეკომპანიისთვის მოულოდნელი იყო. მისი თქმით ადვოკატებისთვის უცნობია რამდენად მოასწრებს საქმის მასალების გაცნობას უზენაესი სასამართლო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გასულია სათათბიროდ რუსთავი 2-ის რადენიმე სარჩელზე და როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა ცუდია, რომ უზენაესი სასამართლო არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ჩვენთვის ცნობილია თუ რამხელა ზეწოლა შეიძლება ხორციელდებოდეს მოსამართლეზე, რომელიც განიხილას ამ საქმეს, თუმცა მინდა მოვუწოდო მას, რომ არ დაექვემდებაროს ამ ზეწოლას და მიიღოს მხოლოდ კანონიერი გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს არ წყვეტს მხოლოდ ქონებრივ ინტერსებს, არამედ ეს წყვეტს ქვეყნის მომავლის საკითხს. დასაშვებია მხოლოდ 4 წინაპირობა, როდესაც სასამართლო ვალდებულია დასაშვებად ცნოს საჩივარი და ერთის არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია საქმე განიხილოს. ჩვენ შემთხვევაში ოთხივე წინაპირობა არსებობს,“-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

რუსთავი 2-ის ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ თუკი უზენაესი სასამართლო სარჩელს არ მიიღებს, სამართლებრივი ბრძოლა ისევ გაგრძელდება.

"უზენაესი სასამართლოს თუკი არ მიიღებს რუსთავი 2-ის სარჩელს, ეს ნიშნავს, რომ საერთო სასამართლო ასრულებს რუსთავი 2-ის საქმის განხილვას და მას საბოლოოდ მიაკუთვნებს ქიბარ ხალვაშს. მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პირველ ინსტანციაში, როდესაც თამაზ ურთმელიძემ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიაში მენეჯმენტი არ შეცვლილა. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, თუკი უზენაესი სასამართლო მიიღებს უკანონო გადაწყვტილებას - ეს შედეგი ვერ დადგება ვერანაირად. ეს იქნება მოსამართლეების მხრიდან საკუთარი მომავლის გადახაზვა, თუმცა ჩვენ ბრძოლას არ დავამთავრებთ," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

დღის ამბები