უკვე ერთი კვირაა უმსხვილესი რუსული ტაქსის კომპანია თბილისში თავის დამკვიდრებას დაბალი ტარიფებით და მაღალი კლასის მანქანებით ცდილობს, თუმცა კომპანიამ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი და მოსახლეობის პროტესტიც გამოიწვია. ინტერნეტ-საიტ იანდექსის საძიებო სისტემაში საქართველოს რუკა ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების გარეშეა დატანილი.
მას შემდეგ რაც იანდექს ტაქსის გამოჩენას თბილისში სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან პროტესტი მოყვა, კომპანიამ სტრატეგია შეცვალა და ეს მიზანმიმართული შეცდომა ქართული მისამართებიდან შესულ მომხმარებლებისთვის შეასწორა.
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის არცნობასა და კანონის დარღვევას კომპანიაში არ აღიარებენ.
სანამ მთავრობა იმას დაადგენს, არღვევს თუ არა უმსხვილესი რუსული კომპანია ოკუპაციის შესახებ კანონს, იანდექს ტაქს თბილისში უკვე ხელშეკრულება 11 ტაქსოპარკთან აქვს და ოპერირებას 200 მანქანას უწევს.
ავტორი: დავით კაკულია.