19 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ქორწილი სადახლოში - 200-მდე მოწამლულის გამო რესტორანს შესაბამისი უწყებები ამოწმებენ

სადახლოს რესტორანში, სადაც ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 42 მცირეწლოვანი ბავშვი, მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო უწყებისა და სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობდნენ.

ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რესტორანს მუშაობის უფლება ვეტერინარის მიერ შეუმოწმებელი ხორცის გამოყენების გამო შეუჩერეს.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს სპეციალისტებმა რესტორანში პროდუქტების გარდა, სასმელი წყლის სინჯებიც აიღეს. საბოლოო პასუხი, რამ გამოიწვია მასობრივი ინტოქსიკაცია, მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში 5 დღიანი კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

მომხდარზე გამოძიება ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქტის დამზადება რეალიზაციის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: მარიკა გოცირიძე.

დღის ამბები