19 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
"რთული და დიდი წნეხი განხორციელდება მოსამართლეებზე"- "რუსთავი 2-ის" იურისტი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი, არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საქალაქო, სააპელაციო და საკონსტიტუციო მოსამართლეების მსგავსად ამჯერად უკვე უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე განხორციელდეს ზეწოლა, თუმცა საძაგლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეებმა უნდა გაუძლონ წნეხს და შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა. 

"ჩვენ ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის, თუ რა ხდებოდა სააპელაციო სასამართლოში და ის თუ რა ხდებოდა პირველი ინსტაციის სასამართლოში, აგრეთვე ის თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ფაქტიურად არაქმედით ორგანოდ აქციეს, მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლების შედეგად. შესაბამისად არანაირი კითხვის ნიშნები არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად რთული და დიდი წნეხი განხორციელდება მოსამართლეებზე. მიგვაჩნია, რომ მოსამართლე, მითუმეტეს ბოლო ინსტაციის მოსამართლე არის ვალდებული შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, უნდა გაუძლოს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას,"- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები