გელაშვილები მერიის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სახლის მშენებლობის ნებართვა მუნიციპალიტეტმა ერთხელ უკვე გასცა, ოჯახი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს. გელაშვილების განცხადებით დედაქალაქის მთავრობაში განუმარტეს, რომ არქიტექურის სამსახურმა ნებართვა შეცდომით გასცა, დღეს კი სახელმწიფო ენერგოსისტემა მათგან სახლის დემონტაჟს ითხოვს.
მოთხოვნის მიუხედავად გელაშვილები ცოტა ხნის წინ დასრულებული შენობის დემონტაჟს არ აპირებს. სოფელ გლდანში მცხოვრები ფიქრობს, რომ თბილისის მერიამ ნებართვა სახელმწიფო ენერგოსისტემებთან შეუთანხმებლად გასცა.
საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემაში კომენტარი ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. უწყებაში გელაშვილის ბრალდებებს, შენობის დემონტაჟის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. სახელმწიფო სტრუქტურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს საკითხი შესწავლის პროცესშია.
ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი.