შენი ხმა ჩვენი მომავალია კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, გიორგი მარგველაშვილი ანაკლიის საზაფხულო სკოლაში მყოფ ახალგაზრდებს გაესაუბრა.
არჩევნებზე საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობასთან ერთად, პრეზიდენტმა აქცენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გააკეთა.
პრეზიდენტმა დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
„საოცარ ადგილას შევიკრიბეთ და საოცარ მხარეში. პირდაპირ ჩანს ჩვენი მიწა, აფხაზეთი, რომელსაც დაეუფლნენ ასე უკანონოდ. ჩვენ სწორი პოლიტიკით და სწორი ნაბიჯებით, უნდა აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობა,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.