19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
დაკარგული სამხედროს დედას თავადაცვის მინისტრი დაუკავშირდა - კურსანტები დაკარგულად ითვლებიან

შავ ზღვაში დაკარგული ერთერთი სამხედროს, იაგო შარაძის დედას ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრი დაუკავშირდა.

დაკარგული კურსანტის დედამ ლევან იზორიასგან სამაშველო ოპერაციის გაგრძელება მოითხოვა, თუმცა, მინისტრმა იაგო შარაძის დედას განუცხადა, რომ მისი შვილი დაკარგულად ითვლება.

როგორც ლევან იზორიამ სატელეფონო საუბარში განაცხადა, სამძებრო სამუშაოები სწორედ ამის საფუძველზე შეწყდა.

იაგო შარაძის დედამ თავდაცვის მინისტრს ოჯახის მოთხოვნები გააცნო.

„ბატონო ლევან მე არ მაინტერესებს არავის დასჯა,. ეს თქვენი საქმეა და თქვენ უნდა გაარკვიოთ. მე ვითხოვ, ჩემი შვილის დაკარგული არ არის. უნდა მომეხმაროთ, და-ძმურად გთხოვთ,“ - აღნიშნა იაგო შარაძის დედამ ელენე მაკრიდისიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები