გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლები ძებნის ოპერაციის გაგრძელებას ითხოვენ - კურსანტების მშობლები სანაპიროს არ ტოვებენ, იაგო შარაძის დედამ კი უვადო შიმშილობა დაიწყო.
როგორც იაგო შარაძის დამ განაცხადა, ისინი არ ეთანხმებიან ოფიციალურ ინფორმაციას, რომ კურსანტები დაკარგულად უნდა გამოცხადდნენ და თავდაცვის სამინისტროსგან ძებნის გაგრძელებას მოითხოვენ.
„ერთადერთი იმას ვითხოვ, რომ დამეხმაროს ხელისუფლება, რომ ჩემი ძმის ცხედარი სახლში იყოს, დავასაფლაოთ და ბავშვებს მამის საფლავი ქონდეთ,“ - აღნიშნა იაგო შარაძის დამ თამარ შარაძემ.
ავტორი: ეკო მაღრაძე