19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
დაკარგული სამხედროს იაგო შარაძის დედა შეუძლოდ გახდა

შავ ზღვარი დაკარგული ერთერთი სამხედროს იაგო შარაძის დედა შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნა ოფიციალურად შეწყდა, სწორედ ამის გამო, ერთერთი დაკარგული კურსანტის იაგო შარაძის დედამ გუშინ გვიან ღამით შიმშილობა დაიწყო.

ოჯახის დანარჩენი წევრები აცხადებენ, რომ ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, გამართავენ საპროტესტო აქციას, ასევე აანონსებენ ქუჩის გადაკეტვასაც. 

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები