წავკისის მოსახლეობა მაგთიკომის მაღალი სიხშირის გადამცემი ანძის დემონტაჟს ითხოვს. ადგილობრივები განმარტავენ რომ ანძა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დასახლებული პუნქტის სიახლოვეს დააყენეს, ადგილობრივების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
წავკისელებმა უკვე მიმართეს თბილისის მერიასა და სხვა სახელმწიფო უწყებებს, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივების პრობლემებს დღეს ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე გაეცნო, საკრებულოს დეპუტატმა თბილისის მერიას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. ადგილობრივების მოთხოვნას მაგთიკომმა წერილობით უპასუხა. წერილში ნათქვამია, რომ ანძის მონტაჟი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მოხდა.