19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი გახდება

ხვალ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი ამოქმედდება.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს, სოციალური პაკეტის მიმღებ, შეზღუდული შესაძლებლობის, მარჩენალ დაკარგულებსა და პოლიტრეპრესირებულ პირებს თანხა დანამატის სახით 20%-ით გაეზრდებათ.

ასევე ბიუჯეტიდან ყოველ თვე მილიონ რვაასი ათასი ლარი გამოიყოფა.

„პირველ რიგში ეს ეხება მთაში მაცხოვრებელ პენსიონერებს, რომელთა პენსია გახდება, ნაცვლად 180 ლარისა 216 ლარი. სტატუსის მოპოვება შეეძლებათ კიდევ უფრო მეტი რაოდენობის მქონე პენსიონერებს. ამისათვის საჭირო იქნება პროცედურების დაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოცხადება და დარეგისტრირება,“-განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

დღის ამბები