თბილისის მერიასთან პარტიზანმა მებაღეებმა, რამდენიმე წუთის წინ კარვები გაშალეს. როგორც მერიაში აცხადებენ, მათ უარი განაცხადეს იმ შეხვედრაზე დასწრებაზე, რომელიც 17:00 საათზე დაიწყო და დარგის სპეციალისტებისა და სხვა არასამთავრობოების მონაწილეობით იმართება.
მერიაში განმარტავენ, რომ შეხვედრაზე თითო არასამთავრობოდან მხოლოდ 1 წარმომადგენლის დასწრება იყო შესაძლერბელი, პარტიზანმა მებაღეებმა კი ერთი წარმომადგენლის გაგზავნაზე უარი განაცხადეს და შეხვედრაზე დასწრება სრული შემადგენლობით მოითხოვეს, რაზეც მერიისგან უარი მიიღეს. სწორედ ამ პასუხის შემდეგ მათ უარი თქვეს შეხვედრაზე დასწრებაზე.
სხდომა მერიაში ამ წუთებშიც გრძელდება.