19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
6-ჯერ ნასამართლევი პირი სასამართლოდან გაიქცა - რუსთავში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

უკვე 5 საათია რუსთავში გაქცეული პატიმრის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმები.

ინტენსიურად იჩხრიკება სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობები. ქურდობაში ბრალდებული პირი საბადრაგო სამსახურს პატიმრის მოსაცდელი ოთახიდან გაეპარა.

ბრალდებულის მოთხოვნით სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი პატიმარმა ფანჯრიდან გადაძვრომა მოახერხა და მიიმალა.

არ არის გამორიცხული გაქცევა წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან გავრცელებული ინფორმაციით მას ქუჩის ბოლოს ავტომობილი ელოდა.

გაქცეული პირი აქამდე უკვე 6-ჯერ არის ნასამართლევი. 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი, ბექა მჭედლიშვილი. 

დღის ამბები