07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში რაკეტა "ფალკონი" აფეთქდა

აფეთქება მოხდა კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში. სავარაუდოდ, გამოცდის დროს, გამშვებ პლატფორმაზე რაკეტა ფალკონი აფეთქდა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აეროკოსმოსური კორპორაცია სფეის იქსის რაკეტის გაშვება 3 სექტემბერს იგეგმებოდა. მას ორბიტაზე სოციალური ქსელის - facebook-ის პირველი თანამგზავრი უნდა გაეტანა. ამ თანამგზავრის შექმნაზე 95 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

რაკეტა ფალკონ 9-ს სხვა მასებისთვისაც აქტიურად იყენებდნენ. მას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მარაგი ჩაჰქონდა.

დღის ამბები