07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
ევროკავშრი ოფიციალური ანკარისგან მოითხოვს ცვლილებები შეიტანოს ტერორიზმის განმარტებაში

ევროკავშრი ოფიციალური ანკარისგან მოითხოვს ცვლილებები შეიტანოს ტერორიზმის განმარტებაში რაც ანტიტერორისტული კანონის შეცვლას გულისხმობს. ეს იყო ევროპარლამენტის თავმჯდომარის, მარტინ შულცის მთავარი გზავნილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, თუმცა ხელისფლება კანონის ცვლილებას არ აპირებს.

პარალელურად პრეზიდენტი ერდოღანის თქმით სირიის ჩრდილოეთში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 400 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებისა და ქურთი მებრძოლებისგან გაწმინდა. აღსანიშნავია, რომ ქურთების დაჯგუფებას სირიაში, შეერთებული შტატები სუნიტი რადიკალების წინააღმდეგ დასაყრდენ ძალად მიიჩნევს, რის გამოც მიმდინარე კვირაში ვაშინგტონმა ანკარა მწვავედ გააკრიტიკა.

დღის ამბები