07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული

უზბეკეთში ისლამ კარიმოვის დაკრძალვისთის ემზადებიან. პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტი ქვეყნის ხელისუფლებამ გვიან საღამოს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა.

კარიმოვის ცხედარი ტაშკენტიდან უკვე გადაასვენეს მშობლიურ ქალაქ სამარყანდში, სადაც დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. სამგლოვიარო კორტეჟს ტაშკენტის ქუჩებში ადგილობრივები ყვავილებით ხელში მიაცილებდნენ. პრეზიდენტის გარდაცვალების გამო უზბეკეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ცნობილია, რომ დაკრძალვის ცერემონიას რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, რუსეთის წარმომადგენელი კი პრემიერი მედვედევი იქნება.

78 წლის ისლამ კარიმოვი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. ის უზბეკეთს 1991 წლიდან მართავდა.

დღის ამბები